|
2023-03-08 20:29:50, 862 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - „ოცნების“ სპეცოპერაციას ქართველმა ხალხმა თავისუფლების დიდი მუშტი შეაგება
"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საპროტესტო აქციაზე მყოფ მოქალაქეებს, რომლებიც "უცხოელი აგენტების" კანონპროექტს აპროტესტებენ, წერილობით მიმართა. როგორც ნიკა გვარამია წერს, "ქართული ოცნების" სპეცოპერაციას სახელწოდებით "კონსტიტუციური გადატრიალება" ქართველმა ხალხმა თავისუფლების დიდი მუშტი შეაგება. "გუშინ დიდი დღე იყო. "ქართული ოცნების" სპეცოპერაციას სახელწოდებით "კონსტიტუციური გადატრიალება" ქართველმა ხალხმა თავისუფლების დიდი მუშტი შეაგება. თავისუფლებით გალახული "ქართული ოცნება" უკვე დარწმუნებულია საკუთარი მარცხის გარდაუვალობაში და ჩვენ ამას უნდა დავეხმაროთ, რომ ეს უკეთ გააცნობიერონ, დავეხმაროთ უწყვეტი პროტესტით, მშვიდობიანი, თანმიმდევრული და თავხედური გამბედაობით. ზუსტად ეს თვისებები აქვს გუშინდელი აქციის უმრავლესობას, დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ თაობებს და თითოეულმა ჩვენგანმა ეს მათგან უნდა ისწავლონ. სწორედ ეს არის ის ხალხი, ვინც საბჭოთა კავშირში დაბადებულთაგან უნდა გადაიბაროს ეს ქვეყანა და იაროს წინ - დასავლური მომავლისკენ. რუსეთი დამარცხდება და საქართველო გაიმარჯვებს!",- ნათქვამია ნიკა გვარამია წერილში, რომელიც აქციაზე გამომსვლელმა წაიკითხა. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით გუშინ, 7 მარტს მიიღეს. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი, 13 წავიდა. პროტესტის ნიშნად, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები შეიკრიბნენ და კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია გამართეს. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი რამდენჯერმე გამოიყენა და აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია". კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. ორივე საკომიტეტო მოსმენა აქციების ფონზე მიმდინარეობდა.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



