|
2023-03-07 13:40:40, 1050 ნახვა
პოლიტიკა
მანჯგალაძე - ვისი დაკვეთაა, რომ ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს ევროპაში ინტეგრაციისთვის იბრძვიან, უცხოეთის აგენტებად გამოვაცხადოთ
„რომ ამბობთ ამერიკულ კანონს ვიღებთო, ამერიკული კანონი იყო ნაცისტების წინააღმდეგ და ფიქრობთ, რომ იგივე საფრთხეს ქმნის საქართველოში დასავლეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები?" - ასე მიმართა „რეფორმების ჯგუფის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ "ქართულ ოცნებასა" და "ხალხის ძალას" პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მანჯგალაძის განცხადებით, პარტნიორების კომენტარების მიხედვით, აღნიშნული კანონი უკან გადადგმული ნაბიჯია ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, ის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და დემოკრატიას საფრთხეს შეუქმნის. „ამავეს გვეუბნებიან პატივცემული, გამოჩენილი ქართველი მეცნიერები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მთელი საერთაშორისო საზოგადოება, სხვადასხვა ინსტიტუცია - დაწყებული სახელმწიფო დეპარტამენტით, დამთავრებული გაეროთი, ევროკომისიით, ნატო-ს წარმომადგენლობით, 27 ქვეყნის ელჩი - ყველა ამბობს, რომ ეს, რასაც საქართველოს პარლამენტი აკეთებს და აპირებს - რუსული კანონის მიღებას, არის რუსული საქმე. რომ ამბობთ ამერიკულ კანონს ვიღებთო, ამერიკული კანონი იყო ნაცისტების წინააღმდეგ და თქვენ ამბობთ, რომ იგივე საფრთხეს ქმნის საქართველოში დასავლეთის დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები? კანონი, რომელიც გავრცელდება დასავლელ პარტნიორებზე და არ გავრცელდება რუსებზე იმიტომ, რომ რუსეთი არალეგალურად აფინანსებს, ეს არის რუსული საქმე", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. ცნობისთვის, ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. მეორეს მხრივ, მმართველი პოლიტიკური გუნდი ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აანონსებდა. კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია". "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, გუშინ, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



