|
2023-03-07 12:11:21, 938 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში შექმნილი სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ქვეკომიტეტის შეხვედრას დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში შექმნილი სანიტარიული და ფიტოსანიტარიული (SPS) ქვეკომიტეტის მე-8 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის საკითხები განიხილეს. „მოხარული ვარ გიმასპინძლოთ საქართველოში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებს ვესაუბროთ იმ პროგრესზე, რასაც ასოცირების შეთანხების ფარგლებში ქვეყანამ მიაღწია და, ასევე, ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რაშიც თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მზაობის კითხვარის დადებითი შეფასება. ვიმედოვნებ, ერთიანი ძალისხმევით და მჭიდრო თანამშრომლობით შევძლებთ კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის, სხვა სიკეთეებთან ერთად, ევროკავშირის ბაზარზე წვდომის შესაძლებლობას კიდევ მეტად გაზრდის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებს გაწეული დახმარებისთვის და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის მონიჭებული ევროპული პერსპექტივის სტატუსის მნიშვნელობას. „საქართველოს აქვს ხედვა, ამბიცია და შესაბამისი გეგმა კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. საქართველოს და ევროკომისიას წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ. მზად ვართ მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობის გასაგრძელებლად“, - განაცხადა სანიტარიული და ფიტოსანიტარიული (SPS) ქვეკომიტეტის ხელმძღვანელმა, კოენ ვან დაიკმა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სურსათის უვნებლობის, ლაბორატორიის, ფიტოსანიტარიული და სანიტარიული მიმართულებებით საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის მნიშვნელობის საკითხებს. აღსანიშნავია, რომ განახლებული დანართი ევროკავშირის სამართლებრივი აქტების ჩამონათვალია, რომელსაც საქართველომ კანონმდებლობა უნდა დაუახლოვოს. შეხვედრას, ევროკავშირის დელეგაციის წევრები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ხელმძღვანელი პირები და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)