|
2023-03-06 16:09:45, 826 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი - მთავრობას მოვუწოდებთ, არ გაატარონ ეს კანონმდებლობა, ძალიან ცუდი შედეგი ექნება მოსახლეობისთვის
ამერიკა, გაერო, ევროსაბჭო და საქართველოს ყველა მეგობარი მოუწოდებენ, რომ ეს კანონმდებლობა იყოს გადახედილი, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა „უცხოური აგენტების“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კანონპროექტს ექნება ძალიან ცუდი შედეგი ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის. "ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, რომ არ გაატარონ ეს კანონმდებლობა, ამერიკა, გაერო, ევროსაბჭო და საქართველოს ყველა მეგობარი ყველანი მოუწოდებენ, რომ ეს კანონმდებლობა იყოს გადახედილი. ამან შეიძლება შემოიტანოს სტიგმა საზოგადოებაში, დამოუკიდებელი მედიისა და ორგანიზაციების მიმართ, როგორც ეს მოხდა რუსეთში. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს, რომ გადახედონ, რამდენად გამჭვირვალე შედეგები შეიძლება ჰქონდეს ამას და როგორ შეიძლება ის იყოს გამოყენებული. მას ექნება ძალიან ცუდი შედეგი ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის, ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის მუშაობენ და ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტს, მთავრობას, გადახედონ ამ კანონმდებლობას", - თქვა კელი დეგნანმა. შეგახსენებთ, რომ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე “ქართული ოცნების" და ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრები, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. ადგილზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტუაცია არა ერთხელ დაიძაბა და სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოში დაშვების შეზღუდული რეჟიმი აამოქმედეს და ჟურნალისტები არ შეუშვეს. პარლამენტის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი და საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილზე ასევე იმყოფებიან რიგითი მოქალაქეები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც თვლიან, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა საქართველოს მომავლისთვის საზიანო იქნება.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



