|
2023-03-06 11:39:26, 649 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი - უახლოეს დღეებში ფართომასშტაბიან აქციას ვგეგმავთ
უახლოეს დღეებში ვგეგმავთ ფართომასშტაბიან აქციას,- ამის შესახებ ფრაქცია "ლელოს" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აქციის თარიღი საზოგადოებისთვის ცნობილი კონსულტაციების შემდეგ გახდება. "თქვენ ნახეთ, რომ დღეს კანონპროექტი ფაქტობრივად მიმდინარეობს ძალადობრივი განხილვის რეჟიმში. ფაქტია, რომ ძალადობას აქვს ადგილი იქ, სადაც არ გამოხატავს პროცესი ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას. მინდა საზოგადოებას მივმართო, მხოლოდ მტკიცე და ერთიანი ბრძოლით შევძლებთ ჩვენ ამის გაჩერებას. დიდი მადლობა უამრავ ადამიანს, ვინც დღეს დილით ადრე პარლამენტის შენობასთან მოვიდა, თქვენ იცით, რომ უახლოეს დღეებში ვგეგმავთ ფართომასშტაბიან აქციას, დღეს გაიმართება კონსულტაციები დამატებით, ჩვენ გაცნობებთ თარიღს და იმედი მაქვს, რომ ყველა ადამიანი, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოს გასაბჭოება არ უნდა დაუშვას, შემოუერთდება საპროტესტო ტალღას",- განაცხადა სამადაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე “ქართული ოცნების" და ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრები, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. ადგილზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტუაცია არა ერთხელ დაიძაბა და სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოში დაშვების შეზღუდული რეჟიმი აამოქმედეს და ჟურნალისტები არ შეუშვეს. პარლამენტის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი და საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილზე ასევე იმყოფებიან რიგითი მოქალაქეები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც თვლიან, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა საქართველოს მომავლისთვის საზიანო იქნება.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



