|
2023-03-05 16:03:27, 1605 ნახვა
საზოგადოება
მამა შალვა კეკელია - მოსკოვის მონა ვიქნები თუ ევროპის, რა მნიშვნელობა აქვს - ყველას მსახურად სჭირდები
მოსკოვის მონა ვიქნები თუ ევროპის, რა მნიშვნელობა აქვს, მე ჩემი ღირებულებები და ფასეულობები მაქვს, არავის მონა ქართველი არ უნდა იყოს, - ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ ქადაგებისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს არც რუსეთი და არც დასავლეთი სჭირდება, რადგან მათი მიზანი ქვეყნის "მსახურად და მონად" გამოყენებაა. მამა შალვამ ასევე ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომზე და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანას საკუთარი მიზნები აქვს, რასაც რიგითი ადამიანები ეწირებიან. "ერთ-ერთ ადამიანს ვუსმენდი, ლაპარაკობდა - ამ კანონს არ წავიკითხავ, ევროპა თუ ამბობს, რომ მიუღებელია, მაშინ მიუღებელია ჩემთვისაცო. ბიჭო, ეს რას ნიშნავს? შენ შენი წესი არ უნდა გქონდეს? მოსკოვის მონა ვიქნები თუ ევროპის, რა მნიშვნელობა აქვს. რას ჰქვია, მეტყვიან და ასე იქნება. მე ჩემი ღირებულებები და ფასეულობები მაქვს და რას ნიშნავს, ისეთი კანონი მივიღოთ, რაც იქ არის. არავის მონა ქართველი არ უნდა იყოს. ზოგი რუსეთის მონაა და გონია, რომ მანდ არის საშველი, ემონებიან ქვეყანას, რომელსაც უამრავი მიწა აქვს წართმეული, ზოგს თურქეთი გონია მეგობარი, რომელსაც ასევე უამრავი მიწა აქვს წართმეული. ზოგს ევროპა გონია მეგობარი, რომელიც ცხოვრებაში არ დაგვხმარებია არაფერში და არავის ეს ქვეყანა არ აინტერესებს, ამ ქვეყნის შვილობა არავის არ უნდა. შენ ყველას სჭირდები მსახურად და მონად. არ დაიჯეროთ, რომ ვინმეს ვჭირდებით. არც ევროპას სჭირდები, არც ამერიკას, არც თურქეთს და არც რუსეთს სჭირდები. შენი თავი შენ უნდა გეკუთვნოდეს და ღირსება უნდა გქონდეს შენი. ქალი ქალს არ ჰგავს და კაცი კაცს არ ჰგავს... ყველას თავისი მიზანი აქვს, ბევრი ფული რომ იშოვოს. საცოდავი ხალხი იწირება ყველგან. რუსი დეპუტატები იბრძვიან და მათი შვილები თუ უკრაინელი დეპუტატები და მათი შვილები? ვინ იბრძვის ბრძოლის ველზე? - საცოდავი გლეხები. ვის სჭირდება ეს ხალხი, თავიანთი მიზნები აქვთ და შეაკლეს ეს ხალხი ერთმანეთს", - ამბობს შალვა კეკელია ქადაგებისას.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)