08:55 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-04 14:22:33, 1559 ნახვა

ომი უკრაინაში
ევროკომისიის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის ქალაქ ლვოვში შეხვდა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა უკრაინის ქალაქ ლვოვში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

შეხვედრისას ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მეცოლას ომის პირველივე დღიდან გაწეული დახმარებისთვის.

მან დასძინა, რომ უკრაინის მიზანია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარე წელს დაიწყოს.

"მადლობას გიხდით, ამ საშინელი ომის პირველივე დღეებიდან უკრაინის მხარდაჭერაში თქვენი ლიდერობისა და ევროპარლამენტის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის.

კერძოდ, გასული წლის პირველ მარტს, ევროკავშირის წევრობისთვის ჩვენი განაცხადის შეტანიდან მეორე დღეს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია უკრაინის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერისა და აუცილებლობის შესახებ.

უკრაინის მიზანია, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკვე მიმდინარე წელს დაიწყოს", - წერს ზელენსკი."





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics