|
2023-03-03 17:13:53, 1526 ნახვა
ომი უკრაინაში
ლავროვი - სირცხვილია, რომ G20 მხოლოდ უკრაინითაა დაინტერესებული, სამარცხვინო მიდგომა აჩვენეს
სირცხვილია ის, რომ G20 მხოლოდ უკრაინითაა დაინტერესებული, სამარცხვინო მიდგომა აჩვენეს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საერთაშორისო კონფერენცია "Raisina Dialogue"-ზე განაცხადა. როგორც რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, ნიუ-დელიში გამართულ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მხოლოდ უკრაინასა და საბოლოო დეკლარაციაზე იყო საუბარი. „მე ვკითხე ჩემს ინდოელ მეგობრებს, ჩემს ინდონეზიელ მეგობრებს, რომლებიც თავმჯდომარეობდნენ G20-ის სამიტს, ასახავდა თუ არა დეკლარაცია ერაყში, ლიბიაში, ავღანეთში ან იუგოსლავიაში არსებულ ვითარებას, მაგრამ არავის აინტერესებდა. ახლა კი, მას შემდეგ, რაც რუსეთმა წლების განმავლობაში გაფრთხილებების შემდეგ დაიწყო თავის დაცვა, G20 მხოლოდ უკრაინითაა დაინტერესებული. ეს სირცხვილია და ეს პოლიტიკა ჩავარდება“, - განაცხადა ლავროვმა. ცნობისთვის, G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ნიუ-დელიში 1-2 მარტს გაიმართა. უმაღლესმა დიპლომატებმა განიხილეს სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოება და თანამშრომლობა მდგრადი განვითარებისთვის, კონტრტერორიზმის, ახალი საფრთხეების, ჰუმანიტარული და სხვა კატასტროფების წინააღმდეგ ბრძოლის გზები, ისევე, როგორც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები. მედიაში ცნობილი გახდა, რომ სამიტის მასპინძელმა ინდოეთმა უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განხილვაზე , რათა თავიდან აეცილებინა დებატები და კონფლიქტი. G20-ის შეხვედრა დასრულდა ერთობლივი განცხადების გარეშე, თუმცა აშშ ამტკიცებდა, რომ ერთობლივი განცხადება შეიცავდა მოსკოვის ქმედებების პირდაპირ დაგმობას, მაგრამ რუსეთი და ჩინეთი წინააღმდეგი იყვნენ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)