|
2023-03-03 17:03:49, 867 ნახვა
პოლიტიკა
ლექსმანი - ირაკლი კობახიძეს აბსურდულობის განსაკუთრებული ნიჭი აქვს
ე.წ. უცხოური აგენტების კანონი დემოკრატიულ ღირებულებებზე თავდასხმაა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მირიამ ლექსმანმა განაცხადა. ლექსმანი სოციალურ ქსელში, თბილისში განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სახელისუფლებო პირების ქცევა სამარცხვინოა. "სამარცხვინოა, რომ სახელისუფლებო პირები, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს, ასე იქცევიან. ეს ქმედებები ისევე, როგორც ე.წ. უცხოური აგენტების კანონი, არის თავდასხმა დემოკრატიულ ღირებულებებზე", - წერს Twitter-ზე მირიამ ლექსმანი. ევროპარლამენტი აკრიტიკებს მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარესაც და აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძეს "აბსურდულობის განსაკუთრებული ნიჭი აქვს". "ირაკლი კობახიძეს აბსურდულობის განსაკუთრებული ნიჭი აქვს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიჭი შეიძლება დაეხმაროს ოლიგარქს, იყოს ბედნიერი, დამღუპველია საქართველოსთვის", - ამბობს ლექსმანი.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



