|
2023-03-03 12:21:14, 808 ნახვა
პოლიტიკა
მაჭარაშვილი - ამბობენ, ევროპიდან თუ გვეტყვიან, ერთი კვირა ცალ ფეხზე დავდგებითო - შე დალოცვილო, ხომ იცი, რომ ვერ დადგები
თუ გვეტყვიან ევროპიდან, რომ ერთი კვირა ცალ ფეხზე დადექიო, უნდა დავდგეთ ცალ ფეხზეო. შე დალოცვილო, ხომ იცი, რომ ერთი კვირა ადამიანი ცალ ფეხზე ვერ დადგება, - ასე ეხმაურება "ხალხის ძალის" წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი "უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე არასამთავრობო სექტორის, მედიასაშუალებებისა და ოპოზიციის კრიტიკას. როგორც მაჭარაშვილმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ადამიანებს, რომლებიც ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს არ იწონებენ, "კოლონიალური აზროვნება და მონური ფსიქოლოგია" აქვთ. "დადასტურდა მათი კოლონიალური აზროვნება, მონური ფსიქოლოგია. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენს კითხვაზე ეთქვათ - აბა, რომელი წინადადებაა ანტიდემოკრატიული, ისინი ამბობდნენ - არაო, იქ არ არისო ეგეთი, მაგრამ აი, თქვაო სახელმწიფო დეპარტამენტმაო, თქვა ევროპარლამენტარმაო და ბოლოს, დააგვირგვინა გიორგი ბურჯანაძემ და კიო, შეიძლება ეს არის სწორიო, მაგრამ თუ გვეტყვიან ევროპიდან, რომ ერთი კვირა ცალ ფეხზე დადექიო, უნდა დავდგეთ ცალ ფეხზეო. შე დალოცვილო, ხომ იცი, რომ ერთი კვირა ადამიანი ცალ ფეხზე ვერ დადგება. ანუ ბურჯანაძისთვის იმდენად მონური ფსიქოლოგიაა და არა მხოლოდ ბურჯანაძისთვის. ეს არის მათ შორის ნებისმიერი რადიკალური ოპოზიციის პოზიცია, რომ ეს იქნება სახდეპი თუ ევროპარლამენტარი, რომელიც შავზე გეტყვის, რომ თეთრია, ამას არ უნდა დაეთანხმო იმიტომ, რომ ქართული სახელმწიფო არის სუვერენული სახელმწიფო", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი. შეგახსენებთ, გუშინ, 2 მარტს საქართველოს პარლამენტმა საკომიტეტო სხდომაზე „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო. მოსმენის დაწყებამდე, არასამთავრობო სექტორმა და მედიის წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოში აქცია გამართეს. ვითარება არაერთხელ დაიძაბა და სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ანტიდასავლური მოძრაობის კანონპროექტის განხილვას აპროტესტებდნენ საქართველოს პარლამენტთანაც, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „ძირს რუსული მთავრობა!", „არა რუსულ კანონს". „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვლის შუა რიცხვებში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია".
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



