|
2023-03-02 12:43:45, 662 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - პროგრამაში - „ისწავლე და დასაქმდი“ მონაწილეობისთვის რეგისტრაცია დღეიდან 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდება
თბილისის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს და აცხადებს დაინტერესებული მოქალაქეების ონლაინ რეგისტრაციას პლატფორმა www.dasakmdi.ge-ზე, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე თქმით, განაცხადების მიღება დღეიდან 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდება, სწავლა კი 20 მარტს დაიწყება. „ეს არის შრომის ბაზარზე, დღეს არსებული მოთხოვნადი პროფესიების მოკლევადიანი - საშუალოდ, სამთვიანი გადამზადების კურსი. ათიდან შვიდი ადამიანი, ვინც ამ პროგრამაში ერთვება, საქმდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, სამშენებლო-საინჟინრო სექტორი, რაც ტრადიციულად მოთხოვნადია, პროგრამაში ფართოდ არის წარმოდგენილი. გაძლიერდა და დაემატა IT მიმართულება, რასაც ვფიქრობ, დიდი გამოხმაურება ექნება. სტუმარ-მასპინძლობა და ტურიზმი ტრადიციული სექტორებია ჩვენი დედაქალაქისთვის და ქვეყნისთვის. წარმოება, მომსახურება, საფინანსო, სატრანსპორტო სექტორი, ჯანდაცვა და ვეტერინარია ასევე, ძალიან აქტუალური სექტორებია ამ ბოლო დროს. ჯამში, დღეისთვის 50-მდე შეთავაზება არსებობს. არანაირი მოთხოვნა არ არსებობს, გარდა იმისა, რომ იყოთ 18 წლის და რეგისტრირებული დედაქალაქში. არანაირი კონკურსი და გადარჩევა არ ხდება. უბრალოდ, უნდა მოინდომოთ და თქვენთვის მისაღებ სპეციალობაზე დარეგისტრირდეთ“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ. ანდრია ბასილაიამ პროგრამის პარტნიორებს - ბიზნესსექტორისა და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერის გარეშე, პროგრამა ვერ განხორციელდებოდა. „აღნიშნული პროგრამა ვერ განხორციელდებოდა ჩვენი პარტნიორების გარეშე. ესენია დედაქალაქში არსებული პროფესიული სასწავლებლები - „სპექტრი“, „იკაროსი“, „მერმისი“ და გლდანის სასწავლო ცენტრი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ. აღნიშნული მოდულები სწორედ მათთან ერთად შევიმუშავეთ. წელს გვემატება უკვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც გადამზადებას ძალიან აქტუალური, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მიმართულებით დაიწყებს. ასევე, გვემატება „სქილვილ აკადემია“, რომელიც IT მიმართულებას გააძლიერებს”, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ. „ჯამში, 110-ზე მეტ კომპანიაში დასაქმდნენ ის მოქალაქეები, რომლებმაც აღნიშნული პროგრამა გაიარეს. არანაირი წინასწარი უნარ-ჩვევა არ სჭირდება ადამიანს, ვინც ამ პროგრამაში ერთვება. სამ თვეში მას ეძლევა შესაძლებლობა, რომ ღირსეული ანაზღაურება მიიღოს. თუ იქნება შესაბამისი მოთხოვნა, ამ მიმართულებით რესურსს აუცილებლად გავზრდით. აქტიურად ვმუშაობთ სპეციალობების რიცხვის გაზრდისა და ახალი პარტნიორების დამატებაზეც“, - განაცხადა მერის მოადგილემ. ანდრია ბასილაიას თქმით, პროგრამის ფარგლებში, 2018 წლიდან დღემდე, 6 500 ადამიანი გადამზადდა, საიდანაც 70% დასაქმდა. 2023-2025 წლებში, პროგრამაში დაგეგმილია 10 000 მოქალაქის ჩართვა.
ზელენსკიმ უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის ლიდერების დონეზე მიმდინარე „რთულ“ დიალოგზე ისაუბრა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



