03:23 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-02 09:34:47, 842 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - კარტელური გარიგების მაგალითია, როდესაც ვხედავთ, რომ მედიკამენტებზე ფასები მთელ ბაზარზე იზრდება და ჩვენი რეაგირების შემდეგ, ძალიან სწრაფად, ისევ მცირდება

კლასიკური მაგალითია კარტელური გარიგების, როდესაც ვხედავთ, რომ ერთი-ორი დღის განმავლობაში, ერთიანად, მთელ ბაზარზე იზრდება მედიკამენტებზე ფასები და ჩვენი რეაგირების შემდეგ, ძალიან სწრაფად, ისევ მცირდება,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილმა იმ სოციალურ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა, რომელიც ფარმაცევტულ სექტორს ავალდებულებს მოქალაქეს არ შეუზღუდოს ხელმისაწვდომობა სასიცოცხლოდ აუცილებელ მედიკამენტებზე.

„კანონის გარდა არის სხვადასხვა ელემენტები - სოციალური პასუხისმგებლობა, ეთიკური მარკეტინგი. გულწრფელად გეტყვით, მოლოდინი გვქონდა, რომ ბიზნესის მხრიდან არ იქნებოდა მსგავსი ტიპის შეთანხმებები. სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა, მაგრამ ჩვენი მხრიდანაც იყო მყისიერი რეაგირება. როგორც ნახეთ, რამდენიმე დღის განმავლობაში მკვეთრად გაძვირდა ფასები, რეაგირების შემდეგ კი ასევე მკვეთრად შემცირდა", - განაცხადა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

ზურაბ აზარაშვილმა, აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტების თავიდან ასარიდებლად, სამინისტრო რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებაზე მუშაობს.

„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა კონკურენციის სააგენტოს, რომელიც ჩვენგან შეტყობინების მიღების შემდეგ მყისიერად ჩაერთო, შეისწავლის ამ საკითხს და სამართლებრივ დასკვნას ის გამოიტანს. თუმცა მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად, ჩვენ, პარალელურად უკვე დავიწყეთ მუშაობა. წინა კვირაში, როდესაც მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა, მაშინვე დავიწყეთ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების შეტანა. აღნიშნული ორშაბათს განიხილა და დაამტკიცა პრემიერ-მინისტრმა. ეს იყო ცვლილება რომელიც ეხებოდა განსაკუთრებული, სახელმწიფო მნიშვნელობის მედიკამენტებს - ასეთში შეიძლება მოიაზრებოდეს გარკვეული ონკოლოგიური მედიკამენტები, ასევე ის მედიკამენტები რომლებიც ერთი წლის წინ, ჩვენ მნიშვნელოვნად გავაიაფეთ თურქეთიდან პარალელური იმპორტის დაშვებით. ამ მედიკამენტებზე, სრული დელეგირება აქვს უწყებათაშორის საბჭოს", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის ლიდერების დონეზე მიმდინარე „რთულ“ დიალოგზე ისაუბრა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics