05:26 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-28 20:02:21, 834 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - რუსული ხელისუფლება საქართველოში ახორციელებს საბოტაჟს ევროპული მომავლისთვის და აკეთებს ყველაფერს, რომ არ მივიღოთ სტატუსი

რუსული ხელისუფლება საქართველოში ახორციელებს საბოტაჟს ევროპული მომავლისთვის და აკეთებს ყველაფერს, რომ არ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც კი  ახლოვდება, ევროკავშირის მხრიდან სტატუსის მინიჭების საკითხი, მმართველი პარტია აქტიურდება, ზუსტად ისე, როგორც ეს ნიკა გვარამიას დაკავებით გააკეთეს, სტატუსის საკითხის გადაწყვეტამდე ერთი კვირით ადრე.

"რუსული ხელისუფლება საქართველოში ახორციელებს საბოტაჟს ევროპული მომავლისთვის. ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ არ მივიღოთ სტატუსი. საბოტაჟი მოახდინონ ევროკავშირის სტატუსზე და შესაბამისად შემოიტანეს რუსული კანონი, ემსახურება იმას, რომ არ მივიღოთ ევროკავშირის სტატუსი. 

ის რაზეც ახლა იწყებენ საუბარს, ჩვენს ჯარისკაცებზე, ოფიცრებზე,გენერლებზე თავდასხმას, ესეც კრემლის, მკვლელი პუტინის ინტერესებს ემსახურება და ისინი გააკეთებენ ყველაფერს, როგორც პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობით, წამებითა და არასათანადო მოპყრობით გააკეთეს, ისევე როგორც ნიკა გვარამიას მიზანმიმართული დაკავებით გააკეთეს, სტატუსის საკითხის გადაწყვეტამდე ერთი კვირით ადრე...

ახლაც როგორც კი ახლოვდება, ევროკავშირის მხრიდან სტატუსის მინიჭების საკითხი, ისინი მაშინვე ესხმიან თავს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას, დასავლელ და ევროპელ პარტნიორებს და მაშინვე კრემლის პროპაგანდა იქოქება", - განაცხადა ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics