|
2023-02-28 11:41:56, 904 ნახვა
პოლიტიკა
„გადაარჩინეთ ქვეყნის ევროპული მომავალი“ - იუსტიციის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს
თბილისში, იუსტიციის სამინისტროსთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე, სახელწოდებით "გადაარჩინეთ ქვეყნის ევროპული მომავალი", შეკრებილი ენმ-ის წევრები, აქტივისტები და მხარდამჭერები ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ. "გუშინ, საქართველოს ისტორიაში დაფიქსირდა უპრეცედენტო ფაქტი, კერძოდ ევროკავშირის ელჩმა, ჰერჩინსკიმ 27 ქვეყნის საპროტესტო ნოტა გადასცა რატი ბრეგაძეს. ნოტაში საუბარი იყო მიხეილ სააკაშვილის უმძიმეს მდგომარეობასა და გამოსავლებზე. რაც არ უნდა უარყოს ბრეგაძემ, რომ თითქოს სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე არ იყო საუბარი, ფაქტია, რომ "ვივამედში" ადამიანის მდგომარეობა უარესდება და მესამე პრეზიდენტი ყოველდღიურად უმძიმეს მდგომარეობაშია. ამიტომ, მთელი საერთაშორისო საზოგადოება გვეუბნება - გადაარჩინეთ ეს ადამიანი იმისთვის, რომ საქართველომ გააგრძელოს ევროინტეგრაციის გზა. დღეს აქ მოვედით იმისთვის, რომ გუშინდელი ფაქტის შემდეგ რატი ბრეგაძეს ვუთხრათ - მთელი საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლიდან და ჩვენი პოზიციიდან გამომდინარე, მას მოუწევს როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხისგება, თუ ის არ გადაარჩენს პუტინის პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს", - უთხრა "მთავარ არხს" აქციაზე მყოფმა ენმ-ის წევრმა, გიორგი მუმლაძემ. ცნობისთვის, გუშინ, 27 თებერვალს საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი შვედეთის ელჩთან ერთად, იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს შეხვდა. როგორც ჰერჩინსკიმ განაცხადა, მინისტრს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით EU-ს 27 წევრი ქვეყნის საპროტესტო ნოტა გადასცეს. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, ბრეგაძემ თქვა, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე საუბარი არ ყოფილა. რაც შეეხება აქციების ქრონოლოგიას, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით უკვე გაიმართა, ასეთია: მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები 21 თებერვალს თბილისის მერიასთან, 20 თებერვალს სახელმწიფო კანცელარიასთან, 13 თებერვალს "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან, 11 თებერვალს შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, 10 თებერვალს, ქობულეთში, მარტვილში, სამტრედიაში, საგარეჯოსა და ასპინძაში, 9 თებერვალს კი, ხელვაჩაურში, ბორჯომში, სიღნაღსა და ზესტაფონში შეიკრიბნენ. უფრო ადრე, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" აქციები დედაქალაქში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან, მთავრობის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროსთან გამართა. ენმ-მა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დააანონსა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ 6 თებერვალს მიიღო.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



