|
2023-02-28 09:59:23, 777 ნახვა
საზოგადოება
„ბიომრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი დაესწრო
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ინტენსიურად მუშაობს „ბიომრავალფეროვნების შესახებ“ კანონპროექტზე. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და მივიღოთ ისეთი კანონი, რომელიც, ერთი მხრივ, მოემსახურება ჩვენი ქვეყნის ბიომრავალფეროვნების დაცვას, მეორე მხრივ, არ შეაფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა კანონპროექტის განხილვის მიზნით გამართულ შეხვედრაზე. უწყების ცნობით, „ბიომრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო 2021-2024“-ს ფარგლებში შემუშავდა. როგორც ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, კანონპროექტი სრულად ასახავს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ევროდირექტივების შესაბამის მოთხოვნებს და მნიშვნელოვან სტანდარტებს. „შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი ცაგარეიშვილი, სალომე ქურასბედიანი, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ თავმჯდომარე მარიამ ქიმერიძე და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა კანონპროექტთან დაკავშირებული საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები გამოთქვეს, რომელიც საბოლოო დოკუმენტში იქნება გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ დაფინანსებული პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ მიზნად ისახავს გარემოს ეროვნული სააგენტოს, ველური ბუნების სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას, მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესებასა და საქართველოს ბუნებრივი რესურსების მდგრადი დაცვის, აღდგენისა და მართვის ხელშეწყობას. პროექტის საერთო ბიუჯეტი 56 500 000 შვედურ კრონას შეადგენს. პროექტის ხანგრძლივობა 3 წელია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)