|
2023-02-27 12:57:44, 1721 ნახვა
სამართალი
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გალიფ ოზთურქს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ თურქ ბიზნესმენს, გალიფ ოზთურქს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი მოსამართლე ლევან ყოლბაიამ გამოაცხადა, რომელმაც თურქ ბიზნესმენს სასჯელის მინიმალური თურქი ბიზნესმენისთვის წარდგენილი ბრალდებები 8-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, თუმცა მოსამართლემ სასჯელის მინიმალური ოდენობა შეუფარდა. შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი 31 მაისს ბათუმში დააკავეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ასევე აღმოჩენილ იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები. ნარკოდანაშაულის საქმეზე, პროკურატურის ვერსიით, ჩხრეკის დროს ბიზნესმენის საცხოვრებელი აპარტამენტებიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს. გალიფ ოზთურქმა საქართველოს მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო, ხშირად ჩნდებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და ყოფილ პრემიერებთან.
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ლევან სანიკიძე - დღეს საქართველოში პოლიტიკა მკვდარია - ამ დროს ისევ გრძელდება მარჩიელობა, კობახიძეს მოხსნიან თუ არა
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)