|
2023-02-24 21:14:09, 932 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - უკრაინა უკვე გამარჯვებულია და ეს იწვევს ოლიგარქის და მისი ამფსონების სრულ პანიკას
უკრაინა უკვე გამარჯვებულია და ეს იწვევს ოლიგარქის და მისი ამფსონების სრულ პანიკას, - წალენჯიხის მერმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უკრაინის სოლიდარობის აქციაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა წაიკითხა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მოვლენები გაცილებით სწრაფად განვითარდება, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია და ეს სამარცხვინო პერიოდი საქართველოსთვის საბოლოოდ ჩაბარდება ისტორიას. "უკრაინა უკვე გამარჯვებულია და ეს იწვევს ოლიგარქის და მისი ამფსონების სრულ პანიკას. მე როგორც ქართველმა და უკრაინელმა პოლიტიკოსმა და ზელენსკის თანამებრძოლმა, ვიცი, რომ ზელენსკის განსაკუთრებით უყვარს საქართველო და არავითარ შემთხვევაში არ მიატოვებს ქართველ ხალხს უკრაინის გამარჯვების შემდეგ. მთავარია, რომ ჩვენ ვიდგეთ ძლიერად და გავერთიანდეთ მიუხედავად ყველა განსხვავებისა. მოვლენები გაცილებით სწრაფად განვითარდება, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია და ეს სამარცხვინო პერიოდი საქართველოსთვის საბოლოოდ ჩაბარდება ისტორიას. ძალიან ვდარდობ, რომ თქვენთან არ ვდგავარ და განსაკუთრებით იმას, რომ კიევში არ ვარ. მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ მოვლენების განვითარების. მსოფლიო მანქანა ბოლომდე ამუშავდა და გადაწყვიტა პუტინის რეჟიმის განადგურება, მოკავშირეების დასჯა, ამას უკვე ვერაფერი ვერ შეაჩერებს. დღეს წყდება საქართველო ევროპაა თუ აზია - აზია არის ოლიგარქია, ნეპოტიზმი, გაჭირვება. ევროპა კი არის თავისუფლება და დემოკრატია. საქართველოში რუსეთმა და მისმა დამქაშებმა უკვე დააყენეს აზიის მყრალი სული. დროა საქართველო გათავისუფლდეს. ძალა ერთობაშია!",- განაცხადა სააკაშვილმა. „ეს არის საქართველო - დიდება გმირებს“ - საქართველოს პარლამენტთან უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი არიან საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. აქციას მეტროსადგურ "რუსთაველიდან" მსვლელობით შეუერთდნენ თბილისში მცხოვრები უკრაინელები. რუსთაველის გამზირზე გადაკეტილია მოძრაობა.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



