|
2023-02-24 16:32:52, 2017 ნახვა
ომი უკრაინაში
ბაიდენი - უკრაინა არასდროს იქნება რუსეთისთვის გამარჯვება, არასდროს
სისასტიკე ვერასდროს დაამსხვრევს თავისუფალთა ნებას და უკრაინა არასდროს იქნება რუსეთისთვის გამარჯვება, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლისთავს. როგორც ბაიდენი სოციალურ ქსელში წერს, იმპერიის აღდგენისკენ მიდრეკილი დიქტატორი ვერასდროს გაანადგურებს ხალხის სიყვარულს თავისუფლებისადმი. "დღეს გავიმეორებ იმას, რაც ვთქვი ერთი წლის წინ, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ერთი წლის წინ - 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ორი დღით ადრე, 22 თებერვალს მოსკოვმა მის მიერ მხარდაჭერილი დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ცნო და უკრაინაში შეჭრას „სამხედრო ოპერაცია“ უწოდა. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ. თავს ესხმიან მშვიდობიან მოქალაქეებს და სტრატეგიულ სამხედრო ობიექტებს, ანადგურებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)