08:41 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-23 14:03:04, 857 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

23 თებერვალი იუნკერთა ხსოვნის დღეა. საქართველოს პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ ქართველ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პარლამენტის ეზოში არსებული იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. 

იუნკერები 1921 წლის 17-25 თებერვალს იალღუჯასთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. რუსეთთან ომის დროს იუნკრები, სხვა შენაერთებთან ერთად, თბილისის თავდაცვის მარჯვენა სექტორს იცავდნენ. ომის დროს, სამხედრო სასწავლებელში, სიის მიხედვით 183 იუნკერი ირიცხებოდა, რომელთა უდიდესმა ნაწილმა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა მიიღო.  მათგან ბრძოლაში დაიღუპნენ ალექსანდრე ახვლედიანი, პლატონ დოლიძე, შალვა ერისთავი, პავლე იაკობაშვილი, ლევან კანდელაკი, ოთარ ლორთქიფანიძე, მიხეილ ლოლუა, ილია და იოსებ ჯანდიერები. მტერთან ბრძოლაში 43 იუნკერი დაიჭრა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics