00:13 - 19 Aug, 2026
|
2023-02-23 12:31:03, 1609 ნახვა
ომი უკრაინაში
„ტყვეობისა და წამების შედეგად - გული გაუჩერდა“ - „აზოვსტალის“ ცნობილი დამცველი, ოლეგ მუდრაკი გარდაიცვალა
„აზოვის“ პოლკის პირველი ბატალიონის მეთაური და „აზოვსტალის“ დამცველი, ოლეგ მუდრაკი გარდაცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია მუდრაკის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ძმისშვილმა გაავრცელა. ამასთან, როგორც მუდრაკის ცოლი, კატერინა პროკოპენკო Instagram-ზე წერს, „აზოვსტალის“ დამცველი გულის შეტევით გარდაიცვალა. „გული გაუჩერდა. ტყვეობისა და წამების შედეგი. არ მინდა ვიფიქრო იმაზე, თუ რა მელის წინ, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ვიძიებთ შურს“,- წერს კატერინა პროკოპენკო შეგახსენებთ, რომ ოლეგ მუდრაკმა რუსულ ტყვეობაში ექვსი თვე გაატარა. 2022 წლის მაისში ის „აზოვსტალის“ სხვა დამცველებთან ერთად რუსმა ოკუპანტებმა დაატყვევეს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)