|
2023-02-22 19:40:29, 736 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი წარმატებით მიმდინარეობს
პროექტის - „მომავალ თაობაში იურიდიული განათლების მიღების ხელშეწყობა სამართლებრივი სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისათვის" - პირველი ეტაპი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს და მას „თინათინ წერეთლის სახელობის სამეცნიერო საზოგადოება" უძღვება. იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ზემოხსენებული პროექტის მიზანი საგანმანათლებლო დაწესებულებებში იურიდიული განათლების პოპულარიზაცია, სამართლებრივი კულტურის გაძლიერება, სკოლის მოსწავლეებში მართლშეგნების დონის ამაღლება და მომავალი თაობის იურისტებში პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაა. თავდაპირველად სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტებიდან შერჩეული 30-მდე სტუდენტი 5-დღიან ტრენინგს გაივლის ადამიანის უფლებათა სფეროში. ტესტირების საფუძველზე გამოვლენილი საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტები კი, თბილისის, ბათუმის, ლაგოდეხისა და გორის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს გამართავენ. იუსტიციის სამინისტრო უწყების საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისათვის საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. გასულ წელს უწყებამ 17 საუკეთესო პროექტი დააფინანსა. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგსა და მხარდაჭერას რეგულარულად ახორციელებენ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)