|
2023-02-21 11:13:54, 713 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დუშეთის ლაბორატორიაში ადგილობრივი მოსახლეობა სურსათის კვლევის მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას მიიღებს
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დუშეთის ლაბორატორიაში ადგილობრივი მოსახლეობა სურსათის კვლევის მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას მიიღებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დუშეთის ლაბორატორიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი ესწრებოდნენ. მათივე ცნობით, შეხვედრაზე დუშეთის რეგიონულ ლაბორატორიაში მიმდინარე სამუშაოები და სურსათის კვლევის მიმართულებით დასანერგი დიაგნოსტიკის ახალი მეთოდები განიხილეს. საუბარი შეეხო ლაბორატორიის შესაძლებლობების საკითხს და სამომავლო გეგმებს. „ევროკავშირთან დაახლოების პროცესში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი რეგიონული ლაბორატორიების არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დუშეთის ლაბორატორიაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევები მიმდინარეობს ცხოველთა დაავადებებისა და სასმელი წყლის დიაგნოსტიკის მიმართულებით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე დუშეთის ლაბორატორიას დაემატება სურსათის კვლევის მიმართულება, რაც განსაკუთრებული ნაბიჯი იქნება,“ - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა. ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს, სოფლის განვითარების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოსა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დუშეთის ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)