|
2023-02-20 23:30:33, 896 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - პრინციპების დონეზე შევთანხმდით და „უცხოური აგენტების შესახებ“ შესახებ კანონპროექტს მხარს დავუჭერთ
ფრაქცია „ქართული ოცნების” სახელით შემიძლია ვთქვა პრინციპების დონეზე შევთანხმდით და მხარს დავუჭერთ [„უცხოური გავლენის აგენტის” კანონპროექტს], - ამის შესახებ მმართველი პარტიის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, თუკი ვინმე ამბობს, რომ ეს კანონპროექტი რუსული კანონმდებლობის ანალოგია, არის სრული ტყუილი. „ფრაქცია „ქართული ოცნების” სახელით შემიძლია ვთქვა პრინციპების დონეზე შევთანხმდით და მხარს დავუჭერთ. დეტალებზე მსჯელობა გაგრძელდება. თუკი პრინციპებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ათასგვარი სპეკულაცია მოჰყვა სხვადასხვა ქვეყანასთან მიმართებაში, მათ შორის ოკუპანტი ქვეყნის კანონმდებლობაზეც იყო მითითება და შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა – თუკი ვინმე ამბობს, რომ ეს არის რუსული კანონმდებლობის ანალოგი, ის უბრალოდ იტყუება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, "ხალხის ძალის" წარმომადგენლებმა 15 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს დააინიცირებენ. ანტიდასავლურ მოძრაობაში ამბობენ, რომ შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი, რომელმაც განაცხადა, რომ "ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას".
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



