|
2023-02-20 19:25:28, 695 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ შამუგია - მიმდინარე წელს, 16 მლნ ლარი გვაქვს გამოყოფილი მსოფლიოს სხვადასხვა სტრატეგიულ ბაზარზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის
მიმდინარე წელს, 16 მლნ ლარი გვაქვს გამოყოფილი მსოფლიოს სხვადასხვა სტრატეგიულ ბაზარზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა. დღეს გამართული მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა. „მიმდინარე წელს, 16 მლნ ლარი გვაქვს გამოყოფილი მსოფლიოს სხვადასხვა სტრატეგიულ ბაზარზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის. აქტიურად ვიქნებით წარმოდგენილები ათეულობით გამოფენაზე როგორც აშშ-ში, ისე ევროპაში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ბაზრების დივერსიფიცირებას. სახელმწიფო მაქსიმალურად ეხმარება ბიზნესს, რომ ისინი წარმოდგენილი იყვნენ ევროპაში, აშშ-ში, ჩინეთში და ა.შ. აღსანიშნავია, რომ გვაქვს კონკრეტული შედეგები. მაგალითად, შარშან, დაახლოებით, 28%-ით, 23 მლნ ლიტრით მეტი ღვინო გავიტანეთ ექსპორტზე და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. წელს გავაუმჯობესებთ ამ შედეგს. ზრდის მაჩვენებელი მაღალია აშშ-შიც და 28%-ზე მეტს შეადგენს. ზრდის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი გვაქვს: პოლონეთში, გერმანიაში, იაპონიაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში; ყველა იმ ბაზარზე, სადაც მნიშვნელოვან მარკეტინგულ კამპანიებს ვახორციელებთ, გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა. ეს ყველაფერი არის იმ ღონისძიებების შედეგები, რომელსაც ბიზნესთან ერთად ვახორციელებთ და ვეხმარებით მათ, რომ ჩვენთვის პრიორიტეტულ ბაზრებზე იყვნენ წარმოდგენილები“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)