|
2023-02-20 15:27:51, 1515 ნახვა
საზოგადოება
სიმართლე ომზე - 1 წელი უკრიანის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან
„N STUDIA“ -ს ორგანიზებითა და უკრაინის საელჩოს მხარდაჭერით 21-24 თებერვალს წარმოგიდგენთ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების წლისთავისადმი მიძღვნის საქველმოქმედო ღონისძიებებს. გელით გამორჩეულ ივენთზე - დოკუმენტური ფილმები, პლაკატების გამოფენა, წიგნების პრეზენტაცია, ხელნაკეთი ნივთები, საქველმოქმედო აქცია. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება უკრაინელი რეჟისორების მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმები, უმძიმესი მაგრამ რეალური სახე რუსეთის აგრესიის. როგორ იცვლება ფასეულობები ბომბების წვიმის ქვეშ, როგორ უსწორებ სიკვდილს თვალს და თან ცდილობ დარჩე ადამიანად. მიუხედავად ომისა არ გავიწყდება ხელოვნება და ქმნი პლაკატებს, არ გავიწყდება ცხოველები და მათ გადასარჩენად საკუთარ ცხოვრებას სწირავ. ომი გადმოტანილი წიგნის ფურცლებზე და ბოლოს უკრაინის პრეზიდენტის ავტორობით გამოცემული პირველი წიგნის ქართულად თარგმანის პრეზენტაცია. ეს ყველაფერი წარმოდგენილი იქნება ოთხი დღის განმავლობაში ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ღონისძიების ფარგლებში შეგროვილი თანხა გადაირიცხება უკრიანის დახმარების ფონდში. 21 თებერვალი 22 თებერვალი https://youtu.be/Ts_8K8VuF5o 23 თებერვალი 24 თებერვალი დასწრება თავისუფალია. ღონისძიების ფარგლებში შეგროვდება თანხა უკრაინელთა მხარდასაჭერად. კინო ჩვენებები იქნება უკრაინულ ენაზე, ინგლისური სუბტიტრებით.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)