|
2023-02-20 14:52:17, 845 ნახვა
საზოგადოება
„თიბისიმ“, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, Euromoney-სგან 2 ჯილდო მოიპოვა
საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, „თიბისი“, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, კიდევ ერთხელ დაასახელა საქართველოში ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მომწოდებლად. „თიბისიმ“ აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, საერთაშორისო დაფარვის დონე, მომხმარებლებთან ურთიერთობა, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური მიდგომები. აღნიშნული ჯილდო „თიბისის“ მიერ ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით განხორციელებული არაერთი პროექტის შედეგია. 2022 წელს „თიბისი“ მსოფლიოში პირველი საერთაშორისო ტრანზაქციის მონაწილე იყო, რომელიც EBRD-ის გარანტიების მხარდაჭერითა და FCI-ის ფაქტორინგული პლატფორმის საშუალებით განხორციელდა. ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, „თიბისის“ ბაზრის წილი - 48%-ს, პორტფელი კი 2 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. „თიბისის“ ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებით ჯამში 1000-ზე მეტი მსხვილი, მცირე თუ საშუალო ბიზნესის და ასევე საერთაშორისო კომპანია სარგებლობს. „საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, სულ უფრო მზარდია მოთხოვნა ვაჭრობის დაფინანსების ისეთ გადაწყვეტებზე, რომლებიც ვაჭრობის პროცესსა და მომარაგების ჯაჭვს კიდევ უფრო მოქნილს ხდის. პანდემიით გამოწვეული კრიზისის შემდეგ, ახლა მსოფლიოში გეოპოლიტიკური გამოწვევები დგას. სწორედ ამიტომ, კლიენტები ჩვენგან - მათი პარტნიორი ბანკებისგან, დროულ მომსახურებას, ბიზნესპროცესების გამარტივებას, ექსპერტული აზრით მხარდაჭერასა და კონკურენტულ განაკვეთებში დაფინანსებას ელიან. Euromoney-ს საერთაშორისო აღიარება, ვაჭრობის დაფინანსების ბაზარზე არა მარტო ჩვენს მოწინავე პოზიციას უსვამს ხაზს, არამედ ადასტურებს, რომ ნებისმიერ რეალობაში პარტნიორების სავაჭრო ოპერაციების უწყვეტობასა და უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ", - გიორგი თხელიძე, „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილე. 2022 წელს „თიბისი“ ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა: „თიბისი“, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოში - ყველაზე აქტიურ ბანკად, აზიის განვითარების ბანკმა (ADB) - ყველაზე სწრაფად მზარდ და საქართველოში ADB-ის წამყვან პარტნიორ ბანკად, ჟურნალმა Euromoney - საქართველოში ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მომწოდებლად, ბრიტანულმა BCR publishing-მა კი, ადგილობრივი ფაქტორინგის საუკეთესო მომწოდებლად დასახელდა. ფაქტორინგის ინდუსტრიის გლობალურმა წარმომადგენლობითმა ორგანომ (FCI), „თიბისისა“ და Armswissbank-ის, FCI-ის ფაქტორინგული პლატფორმის საშუალებით განხორციელებული საერთაშორისო ტრანზაქცია, 2022 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ტრანზაქციად დაასახელა და მე-4 საპრიზო ადგილი მიანიჭა.
ზელენსკიმ უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის ლიდერების დონეზე მიმდინარე „რთულ“ დიალოგზე ისაუბრა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



