23:22 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-20 13:54:53, 1754 ნახვა

ომი უკრაინაში
ჯო ბაიდენი ოფიციალური ვიზიტით კიევში იმყოფება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოფიციალური ვიზიტით კიევში იმყოფება. მისი ჩასვლის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

"ბაიდენი კიევში. ქალაქი, რომელიც რუსეთის კონტროლის ქვეშ უნდა ყოფილიყო 360 დღის განმავლობაში. რა ძლიერი ნიშანია დიქტატორი პუტინისთვის", - დაწერა Bild-ის ჟურნალისტმა ჯულიან რეპკემ Twitter-ზე. 

ჯო ბაიდენმა კიევში, მიხაილოვსკაიას მოედანზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად უკრაინის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ 20 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთს ეწვევა. 

ხელისუფლების წარმომადგენლებს - არც უკრაინელებს და არც ამერიკელებს - ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებიათ. 

კიევში დილიდან გადაიკეტა ქუჩები, ასევე შეზღუდულია გადაადგილება აშშ-ის საელჩოსთან და საელჩოდან ცენტრალური რკინიგზის სადგურისკენ მიმავალ გზებზე.   

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics