|
2023-02-17 10:32:00, 2060 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთი უკრაინასა და ევროპას შორის ბერლინის კედლის აშენებას ცდილობს
რუსეთი უკრაინასა და ევროპას შორის ბერლინის კედლის აშენებას ცდილობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც ზელენსკიმ ბერლინის 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილეებისა და სტუმრებისთვის სიტყვით მიმართვისას თქვა, "კინო ვერ შეცვლის სამყაროს, მაგრამ მას შეუძლია გავლენა მოახდინოს ადამიანებზე, რომლებსაც სამყაროს შეცვლა შეუძლიათ". "ბერლინის კედელი ჰყოფდა სხვადასხვა მსოფლმხედველობას, ფილოსოფიას, ღირებულებებს. დღეს რუსეთი ცდილობს, იგივე კედელი ააგოს უკრაინაში - კედელი ჩვენსა და ევროპას შორის... ჩნდება ლოგიკური კითხვა - რომელ მხარეს უნდა იდგეს კულტურა და ხელოვნება? შეიძლება თუ არა ხელოვნება პოლიტიკის მიღმა იყოს? - კულტურა და კინო შეიძლება იყოს პოლიტიკის მიღმა, მაგრამ არა მაშინ, როცა ეს არის აგრესიის პოლიტიკა; არა მაშინ, როცა ეს არის მასობრივი დანაშაულების, მკვლელობების, ტერორის პოლიტიკა, სხვა ქვეყნებისა და ხალხების განადგურების სურვილი, როდესაც ტოტალური ომის პოლიტიკაა, ანუ დღევანდელი რუსეთის პოლიტიკაა... კინო ვერ შეცვლის სამყაროს, მაგრამ მას შეუძლია გავლენა მოახდინოს ადამიანებზე, რომლებსაც სამყაროს შეცვლა შეუძლიათ", - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას და კინოფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)