|
2023-02-16 14:46:45, 1536 ნახვა
ომი უკრაინაში
დანილოვი - მედვედჩუკმა პუტინს უკრაინის დაპყრობის „გეგმა B“ შესთავაზა
ყოფილმა სახალხო დეპუტატმა ვიქტორ მედვედჩუკმა, რომელიც რუსეთს უკრაინელი პატიმრების სანაცვლოდ გადაეცა, ვლადიმერ პუტინს უკრაინის დაპყრობის "გეგმა B" შესთავაზა, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსეი დანილოვმა განაცხადა. როგორც დანილოვმა BBC News Ukraine-სთან ინტერვიუში აღნიშნა, დღეს კრემლში უკვე ესმით, რომ რუსეთი უკრაინის სრულად ხელში ჩაგდებას ვერ შეძლებს, ამიტომ საჭიროა ახალი გეგმა. "რუსეთში ახლა ამოცანაა ე.წ. კორეული ვერსიის შექმნა. (...) "გეგმა B" - როდესაც გააკეთებენ ე.წ.მეორე უკრაინას. ამ გიჟურმა გეგმამ იქ მიიყვანა მედვედჩუკი. მედვედჩუკს სჯერა, რომ ის არის პროფესიონალი უკრაინის საკითხებში, მაგრამ ის უბრალოდ მოღალატეა“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა. ცნობისთვის, 2021 წლის მაისში, ჯერ კიდევ მოქმედი დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს. თებერვლის ბოლოს, როდესაც დაიწყო რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, მედვედჩუკი გაიქცა შინაპატიმრობიდან, მაგრამ აპრილში ის კვლავ დააკავა SBU-მ და წინასწარი მოთავსების იზოლატორში მოათავსა. 21 სექტემბერს, პატიმრების გაცვლის ფარგლებში, მედვედჩუკი ექსტრადირებული იქნა რუსეთში, უკრაინამ მის სანაცვლოდ 200 უკრაინელი მებრძოლი მიიღო. იანვარში პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედვედჩუკს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)