|
2023-02-16 12:16:03, 1072 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - გელათის ტაძარში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა თეა წულუკიანსაც ეკისრება
გელათის ტაძარში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანსაც ეკისრება,- ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მმართველმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თუ კულტურის მინისტრი გაფართოებულ საბჭოს სხდომას არ დაესწრება, მის ნებას აუცილებლად გამოაცხადებენ. "გელათი არის ჩვენი სამშობლო, ჩვენი სამშობლოს განუყოფელი ნაწილი. თუ თანხმობაზეა საუბარი, ჩვენ არასოდეს, არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებით, რომ გელათს რაიმე საფრთხე დაემუქროს. არავის წინაშე უკან არ დავიხევთ. ადამიანებს შენჯღრევა თუ შეჯანჯღარება სჭირდებათ, იმიტომ, რომ კომისიამ შეცდომები არ უნდა დაუშვას და თუ დაუშვეს, რაღაცნაირად უნდა მოვუწოდოთ, რომ აღარ დაუშვან. თეა წულუკიანი მინისტრია და შესაბამისად, პასუხისმგებლობა ეკისრება. ეჭვის შეტანა ნამდვილად არ შეიძლება იმაში, რომ მას ძალიან კარგად აქვს საინფორმაციო სამსახური დაყენებული და აუცილებლად ეცოდინება ყველაფერი კარგად. რაც შეეხება გაფართოებულ საბჭოოს სხდომაზე მოსვლას, თუ თვითონ არ დაესწრება, მის ნებას აუცილებლად გამოაცხადებენ და მე ასე პირდაპირ არ მგონია, თეა წულუკიანს რაიმე ბრალი წავუყენოთ იმაზე, რომ უნდა, რომ გელათი დაზიანდეს. არამგონია",- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა TV პირველთან საუბრისას. შეგახსენებთ, რომ ხვალ საპატრიარქოს ინიციატივით გელათის ტაძარში არსებულ ვითარებაზე გაფართოებული საბჭოს სხდომაა ჩანიშნული.
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
დრონები ურალის და პერმს, დაესხნენ თავს სადაც ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)