|
2023-02-15 17:05:14, 1523 ნახვა
ომი უკრაინაში
კრამონი - ჩვენ არ გვჭირდება დარწმუნება, რომ უკრაინა ევროპაა, ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება
ჩვენ არ გვჭირდება დარწმუნება, რომ უკრაინა ევროპაა. ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას, რამდენ ხანსაც იქნება საჭირო და ყველაფრით, რაც გვექნება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინელ ხალხს არ აქვს სურვილი რუსეთის დაპყრობის ან დომინაციის, ისინი მხოლოდ გადარჩენისთვის და თავისუფლებისთვის იბრძვიან. "მამაცი უკრაინელი ხალხი იბრძვის არა დასაპყრობად, არამედ თავის დასაცავად, არა დომინაციისთვის, არამედ გადარჩენისთვის. ის წარმოუდგენელი ფასი, რასაც უკრაინელები თავისუფლებისთვის იხდიან, ყველა ჩვენგანს უნარჩუნებს თავისუფლებას, იმიტომ, რომ უკრაინა გვიცავს ჩვენ და იცავს ჩვენს დემოკრატიას. იმიტომ, რომ თავისუფლება, რომელსაც კუთვნილად მივიჩნევთ, არასოდეს გვეძლევა საზღაურის გარეშე. მის საფასურს მამაცი ქალები და კაცები თავგანწირვით იხდიან. ჩვენ არ გვჭირდება დარწმუნება, რომ უკრაინა ევროპაა. ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას, რამდენ ხანსაც იქნება საჭირო და ყველაფრით, რაც გვექნება", - განაცხადა კრამონმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)