12:07 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-15 14:07:04, 822 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) „საგადასახადო ინსპექტორები საზღვრების გარეშე" სამდივნოს ხელმძღვანელს, რუსუდან კემულარიას და OECD-ის საგადასახადო პოლიტიკისა და ადმინისტრირების ცენტრის უფროს მრჩეველს, ენდრიუ აუერბახს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილი და საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინე ხურციძე.

"დელეგაციის ვიზიტის მიზანია საგადასახადო შეღავათებისა და ციფრული ეკონომიკის დაბეგვრის მეორე სვეტის დანერგვის საპილოტე პროგრამის გახსნა.

პროგრამის ფარგლებში, OECD დახმარებას გაუწევს საქართველოს ციფრული ეკონომიკის დაბეგვრის მე-2 სვეტის დანერგვაში. სამდღიანი ვიზიტის განმავლობაში, დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებთან, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან.

აღსანიშნავია, რომ საქართველო 2016 წლის 14 ივნისს ერთ-ერთი პირველი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მიუერთდნენ BEPS-ის ინკლუზიურ პლატფორმას და იკისრეს ამ პროექტით გათვალისწინებული მინიმალური სტანდარტების დანერგვის ვალდებულება, გადასახადებისთვის თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლის, საერთაშორისო დაბეგვრის მოქმედი წესების სრულყოფისა და უფრო გამჭვირვალე საგადასახადო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით.

ამასთან, საქართველო აქტიურად არის ჩართული ციფრული ეკონომიკის განვითარებიდან გამომდინარე საგადასახადო გამოწვევების დასაძლევად მიმდინარე პროექტებში, რომლის ფარგლებშიც საქართველომ 138 იურისდიქციასთან ერთად, 2021 წლის 8 ოქტომბერს მხარი დაუჭირა OECD-ის ოფიციალურ განცხადებას საერთაშორისო საგადასახადო წესების რეფორმირების ორსვეტიან გეგმასთან დაკავშირებით",- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics