|
2023-02-15 09:08:57, 1570 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინა და მისი პარტნიორები ყველაფერს აკეთებენ, რათა ტერორისტულმა სახელმწიფომ წააგოს
უკრაინა და მისი პარტნიორები ყველაფერს აკეთებენ, რათა ტერორისტულმა სახელმწიფომ წააგოს და რაც შეიძლება სწრაფად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში, ე.წ. რამშტაინის ფორმატში, ბრიუსელში გამართულ შეხვედრას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სახელმწიფოების მიერ კიევის მიმართ დახმარების ნაწილში, "ძირითადი ტენდენციები უცვლელი რჩება". "კრემლი ცდილობს, მიაღწიოს, რისი მიღწევაც შეუძლია, სანამ უკრაინა და მისი პარტნიორები ძალას მოიკრებენ. ამიტომ, სიჩქარე ძალიან მნიშვნელოვანია. სიჩქარე ყველაფერში - გადაწყვეტილების მიღებისას, გადაწყვეტილებების შესრულებისას, მიწოდებაში, წვრთნაში. სიჩქარე გადაარჩენს სიცოცხლეს, სიჩქარე აბრუნებს უსაფრთხოებას", - განაცხადა ზელენსკიმ და პარტნიორ ქვეყნებს მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)