|
2023-02-14 17:08:21, 942 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი - უკრაინის ომი ჩვენთვის გაკვეთილად იქცა, ნატო მოლდოვის და საქართველოს დახმარებას განიხილავს
უკრაინის ომი გაკვეთილად იქცა, ნატო მოლდოვასა და საქართველოს დახმარებას განიხილავს,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, ჯერ არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ რუსეთის დიქტატორი, ვლადიმერ პუტინი მშვიდობისთვის ემზადება. შეკითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს პარტნიორ ქვეყნების დახმარებებლად, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა, სტოლტენბერგმა განაცხადა,რომ ალიანსი ახლა ამაზე მუშაობს. „ახლა ნატო მუშაობს იმაზე, თუ როგორ გაზარდოს მხარდაჭერა ამ ქვეყნებისთვის კიბერთან, კრიზისის მენეჯმენტთან და უსაფრთხო კომუნიკაციებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ერთ-ერთი გაკვეთილი, რომელიც უკვე ვისწავლეთ უკრაინის ომიდან, თუ რამდენად მნიშვნელოვანი პარტნიორებისთვის დროული მხარდაჭერის გაწევა. მნიშვნელოვანი იყო უკრაინის მხარდაჭერა შეჭრამდე, ისევე მნიშვნელოვანია სხვა პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებიც დაუცველნი არიან და ამიტომ, მოკავშირეები შეთანხმდნენ ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებაზე“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



