21:22 - 18 Aug, 2026
|
2023-02-13 17:30:59, 1732 ნახვა
ომი უკრაინაში
Reuters - ნატო ალიანსში მყოფ ქვეყნებს საბრძოლო მარაგის გაზრდისკენ მოუწოდებს
ნატო ალიანსში მყოფ ქვეყნებს საბრძოლო მარაგის გაზრდისკენ მოუწოდებს, ვინაიდან რუსეთ-უკრაინის ომის დროს დასავლეთმა დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა გასცა უკრაინის დასახმარებლად, რომელსაც აღდგენა სჭირდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. სააგენტოს წყაროს თქმით, უკრაინა რუსეთთან ომში დღეში 10 ათასამდე საარტილერიო ჭურვს იყენებს, აქედან გამომდინარე ნატო-ს მიერ ჩატარებული ანალიზის მიხედვით გამოიკვეთა, რომ ალიანსის წევრებმა საბრძოლო მასალის გაზრდაზე დასახული ამოცანები უნდა შეასრულონ. „ევროპა რუსეთს რომ შეებრძოლოს, ზოგიერთ ქვეყანას რამდენიმე დღეში ამოიწურება საბრძოლო მასალა“, - განუცხადა როიტერს ევროპელმა დიპლომატმა ანონიმურად.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)