|
2023-02-13 16:36:52, 1183 ნახვა
საზოგადოება
ალმათი - ახალი მიმართულება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან
4 ივნისიდან, ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan ალმათიდან ქუთაისის მიმართულებით მეხუთე მიმართულებას, ალმათის დაამატებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების საბოლოო რაუნდი წარმატებით დაასრულა. ყაზახეთის უმსხვილეს ქალაქში მოხვედრა ქუთაისიდან კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას A320 ტიპის საჰაერო ხომალდით იქნება შესაძლებელი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ახალი ყაზახური მიმართულება დანარჩენი ოთხი მიმართულების მსგავსად მოთხოვნადი იქნება. ,,ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlysArystan-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას კიდევ უფრო აძლიერებს. ალმათი - სრულიად ახალი, მეხუთე მიმართულება დაემატება ივნისიდან ჩვენს აეროპორტს. რითაც ქუთაისიდან ფაქტობრივად, სრულად დაიფარება ყაზახეთის ქალაქები. ცენტრალური აზია ახალი მიმართლებაა ქუთაისის აეროპორტისთვის და ზოგადად, იმერეთის მხარისთვის. FLyArystan-ის წარმატებულმა მაგალითმა აჩვენა, რომ ჩვენი რეგიონი ყაზახეთისთვის ძალიან საინტერესო, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და მიმზიდველი მიმართულებაა. ზაფხულში ავიაკომპანია ქუთაისის მიმართულებით ყაზახეთიდან კვირაში 15 სიხშირით იფრენს,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. ამ ეტაპზე, ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FLyArystan ქუთაისში დედაქალაქ ასტანადან, ატირაუდან, აქტაუდან და შიმკენტიდან ასრულებს პირდაპირ რეგულარულ ფრენებს. ბილეთების შეძენა ალმათის მიმართულებით ავიაკომპანიის ვებგვერდზე https://flyarystan.com/en/directions/almaty/almaty-kutaisi უკვე შესაძლებელია.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)