|
2023-02-13 16:18:34, 632 ნახვა
საზოგადოება
სპეციფიკური სამუშაოების ნუსხის ცვლილებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სპეციფიკური სამუშაოების ნუსხა შემცირდა. ახალი რეგულაციების მიხედვით, 48-საათიან სამუშაო გრაფიკს, მხოლოდ ის დარგები დაექვემდებარება, რომელთათვისაც აუცილებელია მუშაობის უწყვეტი ციკლი და ემსახურება საზოგადო სიკეთეს. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, სამუშაო დრო, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, რაც საერთაშორისოდ აღიარებული, ევროპული პრაქტიკაა. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 40 საათზე მეტი ნამუშევარი საათები მთავრობის დადგენილებით ზეგანაკვეთურად ითვლება, რაც შესაბამისი წესით ანაზღაურებას ითვალისწინებს. "ცვლილების მთავარი მიზანი დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვაა. ამ დრომდე არსებული ნუსხა 48-საათიან სამუშაო გრაფიკს ითვალისწინებდა ისეთი დარგებისთვის, რომელთათვისაც წარმოების უწყვეტობა არ არის აუცილებელი პირობა მაგ: ტყავის წარმოება, მომსახურების სექტორი, ტრანსპორტი, ტექსტილის წარმოება და ა.შ. აღნიშნულ დარგებში დასაქმებულის 40-ზე მეტი სამუშაო დრო ზეგანაკვეთურად არ ითვლებოდა, რის გამოც შესაბამისი ანაზღაურება არ გაიცემოდა. ცვლილებების მიზანია აღნიშნულ დარგებში დასაქმებული ადამიანებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა და კანონით გათვალისწინებული სიკეთეების მათზე გავრცელება. ცვლილება ერთი მხრივ გააუმჯობესებს შრომის პირობებს ქვეყანაში, მეორე მხრივ კი ხელს შეუწყობს ახალი კადრების დასაქმებას. სპეციფიკური სამუშაოების ნუსხის ცვლილებების შესახებ კონსულტაციები სამმხრივ ფორმატში 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში ჩართულები იყვნენ როგორც ბიზნესის და დამსაქმებელთა წარმომადგენლები, ასევე პროფესიული კავშირის წევრები. ახლად ამოქმედებული ცვლილებების შესახებ მორიგი შეხვედრა გაიმართა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან, სადაც მათ კიდევ ერთხელ გაეწიათ შესაბამისი კონსულტაციები აღნიშნულ საკითხზე. მხარეებმა დეტალურად განიხილეს არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზებზეც იმსჯელეს", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)