|
2023-02-13 14:50:02, 2141 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება - 24 თებერვლისთვის, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაწესდება
24 თებერვლისთვის, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წლისთავზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები სხვადასხვა ქვეყანაში მზადდება,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. კულებას თქმით, სანქციები გამოცხადდება სხვადასხვა ქვეყნისგან სხვადასხვა ინსტიტუციის მიმართ. "24 თებერვალს ახალი სანქციები დაანონსდება. ისინი გამოცხადდება სხვადასხვა ქვეყნისგან სხვადასხვა ინსტიტუციის მიმართ. ეს იქნება ერთიანობის კიდევ ერთი სიგნალი გამარჯვების მისაღწევად. რაც შეეხება გაერო-ს და რუსეთის უშიშროების საბჭოში გაწევრიანებას ჩვენ დავადგინეთ გაეროსა და რუსეთის უშიშროების საბჭოში წევრობის კურსი. ამ გზის გავლა ადვილი არ იქნება... რადგან ის გულისხმობს გლობალური ინსტიტუტის ხელახლა შექმნას. თუმცა, ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა",- განაცხადა კულებამ. კულებას თქმითვე, გაეროდან რუსეთის გარიცხვას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ რუსეთისთვის ლეგიტიმაციის წართმევა, ძლიერი საერთაშორისო დარტყმა იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)