|
2023-02-13 12:17:10, 823 ნახვა
საზოგადოება
ალასანია სააკაშვილზე - სუსტადაა ისევ, ყველაფერი უჭირს, მდგომარეობა გაუარესებულია
სუსტადაა ისევ, როგორც ყოველთვის, ყველაფერი უჭირს, სიარული, ჭამა - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ალასანიამ CNN-ის მიერ გავრცელებულ კადრებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა 4 ოქტომბრის შემდეგ გაუარესებულია. "სუსტადაა ისევ, როგორც ყოველთვის, ყველაფერი უჭირს, სიარული, ჭამა და ა.შ. გეუბნებით, ახლა ბევრად უარესადაა ვიდრე მაშინ და განსაკუთრებით 4 ოქტომბრის შემდეგ გაუარესდა მისი მდგომარეობა, ძალიან სწრაფად წავიდა ეს პროცესი, ესაა რეალობა, სამწუხაროდ", - ამბობს გიული ალასანია. შეგახსენებთ, 11 თებერვალს CNN-მა მიხეილ სააკაშვილის "ვივამედში" გადაღებული კადრები გამოაქვეყნა. კადრებში, რომელიც CNN-ს ექსპრეზიდენტის ამერიკელმა ადვოკატმა, მასიმო დანჯელომ მიაწოდა და რომელიც 2022 წლის 6 ოქტომბრით თარიღდება, მესამე პრეზიდენტის გონების კარგვის ეპიზოდი ჩანს.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)