12:51 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-13 10:56:44, 1235 ნახვა

საზოგადოება
რუსი უფლებადამცველი აცხადებს, რომ საქართველოში არ შეუშვეს

რუსეთის კრიზისული ცენტრის "Насилию.нет-ის" დამფუძნებელ ანა რივინა საქართველოში არ შემოუშვეს. აღნიშნულის შესახებ რივინამ რუსულ გამოცემა Холод-თან განაცხადა.

მისი თქმით, ის ერევნიდან თბილისში ჩაფრინდა, სადაც ბოლო თვეებია ცხოვრობს.

რივინას თქმით, საზღვარზე მესაზღვრეების გადაწყვეტილებას 3 საათის განმავლობაში ელოდა, თუმცა საბოლოოდ საქართველოში მაინც არ შეუშვეს. 

გარდა ამისა, რივინას თქმით, საქართველოში ჩასვლისას საზღვარზე ადრეც დიდხანს აყოვნებდნენ, მაგრამ საბოლოოდ ქვეყანაში უშვებდნენ. 

ამჟამად რუსი უფლებადამცველი თბილისიდან დეპორტაციას ელოდება.

ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში სხვა ქვეყნის კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს ახსნა-განმარტების გარეშე არ უშვებენ.

12 დეკემბერს რუსი ჟურნალისტი, Холод-ის პოდკასტის რედაქტორი, ალექსეი პონომარევი საქართველოში არ შემოუშვეს.

18 სექტემბერს არ შემოუშვეს უკრაინელი ტელეწამყვანი, რომან დრიბნოი, რომელიც საქართველოში უკრაინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო გამოფენას უნდა დასწრებოდა.

შემოსვლაზე უარი უთხრეს რუს ბლოგერ ალექსეი რომანოვსაც. რომანოვი თვლის, რომ ქვეყანაში არ შემოშვების მიზეზი შემოდგომაზე გადაღებული სიუჟეტი იყო, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობას ეხებოდა.

12 იანვარს აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა სეიმურ ჰაზიმ განაცხადა, რომ საქართველოში არ შემოუშვეს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უკან გააბრუნეს. ჟურნალისტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ არსებულ კრიტიკულ პოზიციას უკავშირებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics