07:01 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-13 09:21:15, 748 ნახვა

საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები საფრანგეთში, გამოფენაში „VinExpo Paris" მონაწილეობენ

პარიზში საერთაშორისო გამოფენა „VinExpo Paris" მიმდინარეობს, რომელშიც ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. 

სამი დღის განმავლობაში, მსოფლიოს 52 ქვეყნის 3 ათასზე მეტი მწარმოებელი საკუთარ პროდუქციას გამოფენის 30 ათასამდე ვიზიტორს წარუდგენს.

სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება გამოფენის ფარგლებში მოწყობილ სპეციალურ სადეგუსტაციო სივრცეებშიც.

მსგავსი მასშტაბის და მნიშვნელობის ღონისძიებაში მონაწილეობა ზრდის ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობას  და მეწარმეებს ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების შესაძლებლობებს აძლევს. გამოფენაზე თავს იყრიან ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2023 წელს, ქართული ღვინო  ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპისა და აზიის ქვეყნების ბაზრებზე აქტიურად იქნება წარმოდგენილი.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 14 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 2 მილიონი ლარით აღემატება 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics