|
2023-02-12 18:27:54, 958 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი - 20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერიის უკანა ეზოში - მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს?
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში, ეროვნულ გალერეასთან გამართულ აქციას ეხმაურება. როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ის, რაც მხატვარ სანდრო სულაბერიძესთან დაკავშირებით ხდება, "თანამედროვე საქართველოს ნამდვილად არცხვენს". "20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერიის უკანა ეზოში - მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს???? ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს!" - წერს ზურაბიშვილი "ფეისბუქის" გვეერდზე. ცნობისთვის, თბილისში, ეროვნულ გალერეასთან სახელწოდებით - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია" აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილმა ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა მხატვარ სანდრო სულაბერიძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა გააპროტესტეს. საქმე ეხება 4 თებერვალს მომხდარ ფაქტს, რომლის დროსაც გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ ეროვნულ გალერეაში საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე ფრაზა - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“ დაწერა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)