|
2023-02-11 18:33:24, 2102 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის დაზვერვა - რუსეთს არ აქვს რესურსი, რომ 24 თებერვალს ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყოს
რუსეთს არ აქვს საკმარისი რესურსი 24 თებერვალს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე ფართომასშტაბიანი შეტევის დასაწყებად,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლმა, ანდრეი ჩერნიაკმა განაცხადა. ჩერნიაკის თქმით, რუსეთი უახლოეს კვირებში აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევითი ოპერაციების გაძლიერებას გეგმავს. "ჩვენი ინფორმაციით, რუსეთის სარდლობას არ გააჩნია საკმარისი რესურსი ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციებისთვის. რუსული ჯარების მთავარი მიზანი რჩება აღმოსავლეთ უკრაინაში გარკვეული ტაქტიკური წარმატების მიღწევა. რუსეთს მაღალი სიზუსტის იარაღის დეფიციტი ემუქრება და ამის მიუხედავად, ის გააგრძელებს სარაკეტო ტერორის გამოყენებას უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. რუსებმა უკვე გამოიყენეს მაღალი სიზუსტის რაკეტების 80%-ზე მეტი. წარმოების აღდგენას ცდილობენ, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოუვიდათ",- განაცხადა ჩერნიაკმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)