|
2023-02-11 15:04:13, 1515 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი ენმ-ზე - რადიკალურ-ექსტრემისტული პარტია რაღაც კომიკურ ორგანიზაციად გარდაიქმნა
ჩვენი ხალხი ხედავს ყოველ დღე, რომ ეს რადიკალურ-ექსტრემისტული პარტია რაღაც კომიკურ ორგანიზაციად გარდაიქმნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბაკურიანში განაცხადა, სადაც ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი სამუშაოები და ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა მათი უსუსური მცდელობა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის გაკოტრებული, დისკრედიტირებული და მარგინალიზებული რადიკალური ძალა. „ჩვენი ხალხი ამას ხედავს ყოველ დღე, რომ ეს რადიკალურ-ექსტრემისტული პარტია რაღაც კომიკურ ორგანიზაციად გარდაიქმნა, მათ აირჩიეს ახალი თავმჯდომარე, მათი ყველა ეს უსუსური მცდელობა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის ყოვლად გაკოტრებული, დისკრედიტირებული და მარგინალიზებული რადიკალური ძალა. რა თქმა უნდა, ჩემთვის არ არის საინტერესო არც მათი აქციები, არც მათი უაზრო განცხადებები. ჩვენ მთავარი უნდა ვაკეთოთ - ჩვენ უნდა ვაკეთოთ საქმე, ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ის უნდა ვაკეთოთ მხოლოდ. ასე, რომ ჩემთვის ნამდვილად არ არის საინტერესო, ისინი რას გეგმავენ. ჯერ კიდევ ძალიან ბევრი საკითხია მოუგვარებელი, ჩემთვის მთავარია, რომ ყველა საკითხი გადავჭრათ, მოვაგვაროთ, და კიდევ უფრო ძლიერი და მაგარი ქვეყანა გვქონდეს, ვიდრე გვაქვს", - განაცხადა პრემიერმა.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



