|
2023-02-11 12:15:56, 1369 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროში შეხვედრა გამართა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ში ვიზიტს განაგრძობს. პენტაგონში აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრის შემდეგ, ჯუანშერ ბურჭულაძეს აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროში ეროვნული გვარდიის უფროსმა, გენერალმა დანიელ ჰოკანსონმა უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში ლორა კუპერი, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ჯო ჯერარდი, ეროვნული გვარდიის ბიუროს წარმომადგენლები და საქართველოს დელეგაციის წევრები დაესწრნენ. მხარეებმა აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით, განხორციელებული მნიშვნელოვანი პროგრამები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა „პარტნიორობა ქვეყნებს შორის“ პროგრამის განხორციელებისთვის, რომელიც ათეულობით წლებია ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან წარმატებით მიმდინარეობს და სამაგალითო პარტნიორობის ნიმუშია. მხარეებმა მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ხაზგასმით აღნიშნეს მათ განხორციელებაში ეროვნული გვარდიის განსაკუთრებული მხარდაჭერა და კონტრიბუცია.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)