16:13 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-10 21:40:45, 1648 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 228 უკრაინელი სპორტსმენი დაიღუპა, არ არსებობენ რუსი სპორტსმენები, რომლებმაც დაგმეს ეს ტერორი

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 228 უკრაინელი სპორტსმენი დაიღუპა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორი ქვეყნების სპორტის მინისტრების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, გარდა ცალკეული პირების განცხადებებისა, რომლებიც სწრაფადვე ქრება, რეალურად არ არსებობენ რუსი სპორტსმენები, რომლებმაც ხმამაღლა დაგმეს რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებულ ტერორი.

მან დასძინა, რომ  ბევრი რუსი სპორტსმენი დაკავშირებულია რუსეთის არმიის სპორტულ კლუბებთან და უშიშროების ძალებთან, რომლებსაც აქვთ სამხედრო ან სხვა სპეციალური წოდება.

შეგახსენებთ, 25 იანვარს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოაცხადა, რომ რუსი და ბელორუსიელი სპორტსმენები აზიის კვალიფიკაციის შემდეგ პარიზში 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას შეძლებენ.

დღეს, 10 თებერვალს კი, 35-მა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, გერმანიამ და ავსტრალიამ, 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე რუსი და ბელორუსი სპორტსმენების არ დაშვება მოითხოვეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics