|
2023-02-10 16:56:13, 1557 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთისგან 61 მებრძოლის ცხედარი დაიბრუნა
უკრაინასა და რუსეთს შორის დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების მორიგი გაცვლა მოხდა. კიევმა 61 გმირის ცხედარი დაიბრუნა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის რეინტეგრაციის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ცხედრების გადაცემა ჟენევის კონვენციის ნორმებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვით განხორციელდა. "დღეს, რეინტეგრაციის სამინისტროსა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისიის ოფისის დახმარებით, ძალოვან სტრუქტურებთან თანამშრომლობით, უკრაინის 61 დამცველის ცხედრის დაბრუნება გახდა შესაძლებელი“,- აცხადებენ სამინისტროში. სამინისტროს ცნობითვე, საერთო ჯამში, დაკარგულთა კომისარმა დანიშვნის მომენტიდან მოახერხა 888 უკრაინელი გმირის ცხედრის სახლში დაბრუნება. შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინამ კიდევ 42 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა. აღსანიშნავია, რომ თავად რუსეთი არ აკეთებს საკუთარი გარდაცვლილი ჯარისკაცების აღრიცხვას, რათა არ მოხდეს მათი სრული რაოდენობის დადგენა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)