|
2023-02-09 19:01:25, 1604 ნახვა
ომი უკრაინაში
პუტინი - დასავლური კომპანიების მხრიდან რუსეთის დატოვებით, ქვეყანას მარცხი არ განუცდია
რუსეთში არაფერს არ განუცდია მარცხი და არაფერი არ იშლება. ჩვენი კომპანიები და მეწარმეები ძალიან წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა. მისივე თქმით, მწარმოებელი კომპანიების მიერ რუსეთის დატოვების მიზეზი, მათივე სახელმწიფოების მხრიდან მათზე ზეწოლა გახდა. მან დასძინა, რომ რუსეთის მხრიდან შიდა ბიზნესის გაფართოების პერსპექტივა არსებობს და ფაქტი, რომ უცხოურმა კომპანიებმა რუსეთი დატოვეს რუსეთი ამით ზარალს არ განიცდის. “დღეს მათი [დასავლური კომპანიების] დიდი ნაწილი, საკუთარი ხელისუფლებებისგან წნეხის ქვეშ არიან, ტოვებენ ჩვენს ბაზარს. ყველაფერი საუკეთესო მათ... რუსეთში არაფერი ჩამონგრეულა და არაფერი იშლება. ჩვენი კომპანიები და მწარმოებლები იღებენ ამ წარმოებას და მთლიან სექტორებსაც კი და აგრძელებენ ამ საქმეს ძალიან წარმატებულად“ - განაცხადა პუტინმა. შეგახსენებთ, რუსეთის უკრაინაში სრულმაშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დასავლეთის მხრიდან რუსეთზე დაწესებული სანქციების გამო უამრავმა კომპანიამ რუსეთი დატოვა.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)