|
2023-02-09 16:22:20, 1051 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2022 წლის საქმიანობა შეაჯამა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2022 წლის საქმიანობა შეაჯამა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უკვე შესრულებულ პროექტებთან ერთად, ღონისძიებაზე, სამომავლო გეგმებიც განიხილეს. პრეზენტაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ესწრებოდა. "სააგენტოს ანგარიში მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა გახსნა. მისი განცხადებით, 2022 წელს, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, ახალი საცხოვრებელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 3 530 დევნილ ოჯახს გადაეცა. 2023 წლიდან კი, მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები 5 ქალაქში - თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავსა და ბორჯომში დაიწყება. იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით შესრულებული სამუშაოები, ღონისძიებაზე, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ირაკლი მხეიძემ წარადგინა. მისი განცხადებით, 2022 წელს, პროგრამა "სოფლად სახლის" ფარგლებში, 2 588 ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა. დასაქმებისა და შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით კი, სააგენტომ, იძულებით გადაადგილებული 500-ზე მეტი პირი დააფინანსა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ირაკლი მხეიძის თქმით, მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში, ახალი საცხოვრებელი ფართით იძულებით გადაადგილებული 13 000 ოჯახი დაკმაყოფილდება - ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 7000 ოჯახს გადაეცემა, „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში კი 6000 დევნილი ოჯახი განსახლდება, რის შედეგადაც მძიმე პირობებში არც ერთი დევნილი ოჯახი აღარ იცხოვრებს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)