|
2023-02-09 12:26:39, 960 ნახვა
პოლიტიკა
თურქეთის ელჩი - საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, ვინც დახმარების სურვილი გამოთქვა
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, ვინც დახმარების სურვილი გამოთქვა,- ამის შესახებ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალი ქაან ორბაიმ განაცხადა. მისი თქმით, იზრდება დაღუპულთა რაოდენობა, რომელმაც უკვე 13 000-ს მიაღწია, 62 000-ზე მეტი კი დაშავდა. „კატასტროფიდან სამი დღე გავიდა. მაშველები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. საქართველოდან თურქეთში 108 მაშველი გაემგზავრა. ისინი ადიმიანის პროვინციაში იმყოფებიან, მათ ნანგრევებიდან ორი ადამიანი ცოცხლად გამოიყვანეს. სამწუხაროდ იზრდება დაღუპულთა რაოდენობა, უკვე 13 000-ს მიაღწია, 62 000-ზე მეტი დაშავდა, ხოლო 6 000-ზე მეტი სახლი განადგურდა. მიწისძვრა 30 მლნ-ზე მეტ ადამიანს შეეხო. მთელი ჩვენი რესურსი მობილიზებულია, ამასთან ძალიან დიდი საერთაშორისო დახმარება მივიღეთ. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, ვინც დახმარების სურვილი გამოთქვა. გვეხმარება ქართველი საზოგადოებაც. ამაყი ვარ იუმ ქვეყანაში ყოფნით, სადაც მშვიდობა ძალიან უყვართ. ვიცი, რომ მთავრობა ჰუმანიტარულ დახმარებას ამზადებს. ჩვენ გაგავრცელეთ იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლებიც ძალიან გვჭირდება. ასევე მადლობა ქართველ პოლიტიკოსებს და პრეზიდენტს, ჩვენი მოძმე ერისა და მეგობრის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ელჩმა. შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა. მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო. გარდა ამისა, სტიქიური მოვლენის შემდეგ თურქეთში 7 დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მთელი თურქეთის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)